სალიცენზიო შეთანხმება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა


companyPolicy

psPrivacyTitle

კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაშია 2016 წლის 1 აგვისტოდან და მასში ბოლო ცვლილება შევიდა 2019 წლის 1 მაისს.
PureSight Technologies Ltd. (შემდგომში “PureSight” ან “ჩვენ“) პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას. კონფიდენციალურობის დასაცავად, ჩვენ წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, რომელშიც აღწერილია ჩვენი პრაქტიკა ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების, გამჟღავნების და დაცვის შესახებ, რომელიც შეგროვდება ჩვენი მობილური აპლიკაციის, ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფებისა ან/და ჩვენი ვებსაიტების საშუალებით (ერთობლივად, ჩვენი ”სერვისი” ან "მომსახურება"). ასევე, აღწერილია, თუ რა არჩევნი გაქვთ ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მიზნად ისახავს დაიცვას კონფიდენციალურობის კანონები, რომლებიც გამოიყენება PureSight–თან მიმართებით.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ?

ჩვენ თქვენგან ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას (სახელი და ელ.ფოსტის მისამართი), როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ვებ-საიტზე, ხდებით ჩვენი პროდუქტების ან სიახლეების გამომწერი.
ასევე, ჩვენ ვაგროვებთ „აგრეგირებულ ინფორმაციას“, მაგალითად რამდენი მომხმარებელი სტუმრობს ვებ-საიტს ყოველდღიურად.
როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ვებ-საიტზე, როგორც წესი, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ თქვენი სახელისა და ელ.ფოსტის შეყვანა. ჩვენი ვებ-საიტის დათვალიერება ანონიმურადაც შეგიძლიათ.

ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან ვიღებთ პირდაპირი გზით:

რეგისტრაცია და ინფორმაცია პროფილის შესახებ. როდესაც ჩვენთან ანგარიშს ქმნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს ისეთ პირად ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი მომხმარებლის სახელი, თქვენი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ელ.ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი. ასევე, შეიძლება მივიღოთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ოჯახის წევრების ის სახელები და მობილური ტელეფონის ნომრები, რომლებიც თან ერთვის თქვენს ანგარიშს. გარდა ამისა, ვიღებთ ინფორმაციას თქვენი ბილინგის შესახებ, რათა მოხდეს თქვენ მიერ ჩვენი მოსმახურების საფასურის გადახდა.

გეოლოკაცია.  სერვისის მოწოდებისა და ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით, თითოული მომხმარებლისთვის ვაგროვებთ მობილური მოწყობილობების იდენტიფიკატორებსა და პოზიციებს GPS, Wi-Fi და ისეთი გარე გეოლოკაციის სერვისების საშუალებით, როგორიცაა Google API, ან უსადენო ქსელის ტრიანგულაცია. შესაბამისი შეტყობინებების გამოგზავნის მიზნით, ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ მიერ მონიშნული კონკრეტული ლოკაციების შესახებ. ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა სერვისის სრულყოფილად მოსაწოდებლად, რის შემდეგაც, ვანდაგურებთ ამ მონაცემებს.

თქვენგან შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ უშუალოდ სერვისის ფუნქციონირების, შენარჩუნების, თქვენთვის საჭირო ფუნქცების მოწოდების უზრუნველყოფისა და რეგისტრირებულ მომხმარებლებთან პირდაპირი კავშირის დამყარებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ გააკონტროლონ ელ.ფოსტებისა და ტექსტური შეტყობინებების მიღება მომხმარებლის პორტალში „პარამეტრებში“ ვიზიტით. ასევე, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ სერვისთან დაკავშირებული ელ.ფოსტები (მაგ: ანგარიშის ვერიფიკაცია, შეკვეთის დადასტურება, სერვისის მახასიათებლების შეცვლა, ტექნიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეტყობინებები). თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ სერვისთან დაკავშირებული ელ.ფოსტებისა, SMS-ებისა და შეტყობინებების მიღბაზე.

ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად გროვდება ჩვენი ტექნოლოგიის საშუალებით:

როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებ-საიტს ან სარგებლობთ ჩვენი მობილური აპლიკაციითა თუ პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებით, ჩვენ და ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა, შესაძლოა, შევაგროვოთ გარკვეული ინფორმაცია თქვენი კომპიუტერისა და მოწყობილობის შესახებ ქუქი-ფაილების, ვებ-შუქურების, ლოგ ფაილების ან სხვა თრექინგ/ჩამწერი იარაღების საშუალებით. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თრექინგ ტექნოლოგიების საშუალებით, მოიცავს მაგრამ არ იზღუდება IP მისამართით, ბრაუზერის ინფორმაციით, რეფერალური/გასვლის გვერდებით და ბმულებით, მონაცემთა ნაკადზე დაწკაპებებით და იმით, თუ როგორ ახორციელებთ ინტერაქციას ვებ-საიტის ბუმლებთან სხვა ვებ-საიტებზე, მობილურ აპლიკაციებთან, სერვისებთან, დომენის სახელებთან, ლენდინგ გვერდებთან, გვერდების ნახვებთან, ქუქი ჩანაწერებთან, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ თქვენი ბრაუზერის, ჩვენს საიტზე თქვენი საძიებო ქცევის, მობილური მოწყობილობის ტიპის, მობილური მოწყობილობის ID-ისა და სხვა არსებული იფენტიფიკატორებისა და თქვენს მოწყობილობაზე ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემების იდენტიფიცირება. იმისათვის, რომ რეგისტრირებულმა ანგარიშის მფლობელმა მიიღოს ყოვლისმომცველი რეპორტი აქტივობების შესახებ, ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ შესაძლოა დაუკავშრდეს კონკრეტული პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.

თქვენი ინფორმაციის გამოყენება

ჩვენ მიერ შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული იქნება შემდეგი მიზნებისთვის:

  • ინფორმაციის დასამახსოვრებლად, რათა არ დაგჭირდეთ მისი განმეორებით შეყვანა, როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებსაიტს, აპლიკაციას, ან იყენებთ ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფას;
  • ჩვენი მომსახურებისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგისთვის;
  • განვახორციელოთ ისეთ მაჩვენებლების მონიტორინგი, როგორიცაა ვიზიტორებისა და მომხმარებლების ჯამური რაოდენობა, ასევე, ტრაფიკი და დემოგრაფიული მოდელები;
  • აღმოვაჩინოთ და გამოვასწოროთ ტექნოლოგიური პრობლემები;
  • ავტომატურად განვაახლოთ ჩვენი მობილური აპლიკაცია თქვენს ტელეფონსა და სხვა მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებზე.

შეგიძლიათ გადააყენოთ თქვენი ბრაუზერი და უარი თქვათ ქუქი-ფაილების გაგზავნაზე ან მიუთითოთ, თუ როდის გაიგზავნოს ქუქი ფაილები. თუმცაღა, თუ ქუქი ფაილების გაგზავნას გათიშავთ, სერვისის ზოგიერთმა პარამეტრმა შეიძლება არასწორად იფუნქციონიროს.

პერსონალური ინფორმაცია: ჩვენ არ გავაქირავებთ ან გავყიდით მესამე პირზე თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენი ნებართვის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი:

  • ჩვენ ვაზიარებთ ინფორმაციას აქტივობაზე, მათ შორის - მონახულებული საიტების, გამოყენებულ აპლიკაციებისა და ფიზიკური ადგილმდებარეობების სიას შესაბამის რეგისტრირებულ ანგარიშის მფლობელთან, რათა წარმოვადგინოთ რეპორტები, გაფრთხილებები და შეტყობინებები.
  • შესაძლოა, ჩვენ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გავუზიაროთ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს, მომწოდებლებსა და კონსულტანტებს, რომლებიც ჩვენი სახელით და ჩვენ გვაწვდიან ისეთ სერვისებს, როგორიცაა ბუღალტრული, მენეჯერული, ტექნიკური, მარკეტინგული ან ანალიტიკური მხარდაჭერა. ამ ბიზნეს პარტნიორებს მხოლოდ მათ მიერ შესასრულებელი მომსახურებისთვის საჭირო ინფორმაციაზე გადაეცემათ წვდომა შესაბამისი გონივრული კონფიდენციალურობას პირობებით.
  • ნებისმიერი ინფორმაცია და ტექსტური ან ვიზუალური მასალა, რომელსაც ნებაყოფლობით გამოაქვეყნებთ ჩვენს საიტზე, ან Facebook-ის, Twitter-ის ან სხვა სოციალური მედიის საჯარო ფეიჯზე, რაც შეიძლება იყოს თქვენი რეკომენდაცია, შთაბეჭდილება ან უკუკავშირი ჩვენს პროდუქტზე, ავტომატურად გახდება საჯარო. ჩვენ შეიძლება დავაკოპიროთ და საჯაროდ გამოვაქვეყნოთ თქვენი შეფასება და კომენტარები ინტერნეტში ჩვენს ვებ-გვერდსა თუ მობილურ აპლიკაციაში. ასევე, შესაძლოა, ჩვენ მესამე პირებს გადავცეთ ბმული თქვენი კომენტარის სანახავად.
  • შესაძლოა, ჩვენ ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ მოვაშოროთ მონაცემებს პიროვნების მაიდენტიდიცირებელი ნიშნები და ამ სახით დაჯამებული და ანონიმური ინფორმაცია გადავცეთ მესამე პირებს შესაბამისი მიზნებისთვის.
  • ზემოთხსენებული სახით დამუშავებული ინფორმაცია, მათ შორის - ინფორმაცია ადგილმდებარეობის, GPS-ის, Wi-Fi-ის, ფიჭური კავშირგაბმულობის ანძის, IP მისამართის შესახებ, ასევე, სხვა, ჩვენი ლოკაციის სერვისის მომწოდებლის ტექნოლოგიების მიერ ადგილემდებარეობასთან დაკავშირებული დაგენერირებული, შეგროვებული და გადამუშვებული ინფორმაცია შესაძლოა გავუზიაროთ ჩვენს მრავალ მომწოდებელთაგან ერთ-ერთს ჩენი ლოკაციის ტექნოლოგიის მიზნებისთვის, რომლებიც ასევე მოიცავს სერვისის პროვაიდერის ლოკაციის სერვისის გაუმჯობესებას ან/და შესწორებას, მისი ეფექტურობის გაძლიერებას და ლოკაციის სერვისის პროვაიდერების მიერ სხვა პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარებას.
  • ჩვენ, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გავყიდოთ ან დავშალოთ კომპანია ან მისი პროდუქტის, სერვისის, აქტივისა და საქმიანობის ნებისმიერი კომბინაცია. ასეთ შემთხვევაში, პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა მომხმარებლების სახელები, ელ-ფოსტები და სხვა მომხმარებელთან დაკავშირებული სერვისის ინფორმაცია, დიდი ალბათობით, იქნება იმ ინფორმაციას შორის, რომლის გაზიარება ან და გადაცემაც მოხდება ზემოთხსენბული ტრანზაქციებისას. ასევე, ამ ინფორმაციის გადაცემა შესაძლოა მოხდეს ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა კომპანიების შერწყმა, სხვა კომპანიის შეძენა, ბანკროტობა, დაშლა ან მსგავსი ტრანზაქციები.

გარდა ზემოთ მოყვანილი შემთხვევებისა, ჩვენ არ გადავცემთ მესამე პირებს პირად ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მოთხოვნილია კანონმდებლობით, შუამდგომლობის საფუძველზე, ან ჩვენი შეხედულებისამებრ, თუ დავადგინეთ ამის აუცილებლობა რათა (ა) დავემორჩილოთ კანონს, შესაბამისობაში ვიყოთ იურიდიულ პროცესთან, გამოძებასთან, აღვკვეთოთ ან რეაგირება მოვახდინოთ საეჭვო ან ფაქტობრივ უკანონო ქმედებებზე; (ბ) უზრუნველვყოთ ჩვენი მოხმარების წესებისა და პირობების (“EULA”) დაცვა, მივიღოთ სიფრთხილის ზომები პასუხისგების წინააღმდეგ, გამოვიძიოთ და თავი დავიცვათ ყველა პრეტენზიის ან ბრალდებისაგან, ან დავიცვათ ჩვენი საიტის მთლიანობა და უსაფრთოხება; ან/და (გ) განვახორციელოთ ან დავიცვათ PureSight-ის, ჩვენი მომხმარებლებისა და სხვა პირების უფლებები, საკუთრება და პირადი უსაფრთხოება.

თქვენი ინფორმაციის დაცვა

ჩვენ ვიღებთ გარკვეულ უსაფრთხოების ზომებს თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, თქვენ მიერ ამ ინფორმაციის წარდგენის ან მასზე წვდომის დამყარებისას.

PureSight სერიოზულად ეკიდება ინფორმაციის უსაფრთხოებას და მიმართავს გონივრულ ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და მენეჯერულ ზომებს თქვენი ინფორმაციის დასაცავად არაავტორიზებული წვდომისგან. მაგალითად, ინფორმაციის დაშიფვრისთვის თქვენი სისტემაში შესვლისა და რეგისტრაციისას ინფორმაციის გადაცემისთვის გამოიყენება Secure Sockets Layering (SSL) პროტოკოლი, რომელიც ინდუსტრიის სტანდარტს წარმოადგენს.

მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი დაცვის სისტემა არ არის ბოლომდე სრულყოფილი. ამიტომ, ჩვენ ვერ მოგცემთ მონაცემების უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოგცემთ მონაცემების გარანტირებულად დაცვის პირობას და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, თუკი არაკანონიერი გზით მოხდება მათზე წვდომის დამყარება. თუკი ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია კომპრომეტირდება უსაფრთხოების დარღვევის შედეგად, ჩვენ გადავდგამთ გონივრულ ნაბიჯებს სიტუაციის გამოსაძიებლად და, საჭიროების შემთხვევაში, ვაცნობებთ იმ პირებს, რომელთა ინფორმაციაც შეიძლება კომპრომეტირებული იყოს და ვიმოქმედებთ მოქმედი კანონისა და რეგულაციების შესაბამისად. სარგებლობთ რა ჩვენი სერვისებით, მათ შორის - ვებ-საიტით, მობილური აპლიკაციითა თუ სხვა პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებით, ან გვაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი გზით, ნიშნავს, რომ ეთანხმებით რომ ჩვენ ელექტრონულად დავამყაროთ თქვენთან კომუნიკაცია კონფიდენციალურობისა და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ, რომელებიც სერვისით უსაფრთხოდ სარგებლობას ეხება.

თქვენს ანგარიშში შესასვლელ ინფორმაციაზე (მაგ: მომხმარებლის სახელი და პაროლი) და იმ კომპიუტერსა და მობილურ მოწყობილობაზე წვდომის შეზღუდვაზე, რომელსაც იყენებთ ჩვენი სერვისის მისაღებად, პასუხისმგებელი თქვენ თავად ხართ. თუ სერვისს იყენებთ საერთო ან საჯარო კომპიუტერიდან, უსაფრთხოების მიზნით, სისტემაში ყოველი ვიზიტის შემდეგ, თქვენ უნდა გამოხვიდეთ ამ სისტემიდან. თუ კომპიუტერს ან მობილურ ტელეფონს გაყიდით ან დააბრუნებთ, აუცილებელია გამოხვიდეთ სისტემიდან და მოახდინოთ შესაბამისად კომპიუტერის ან მობილური ტელეფონის დეაქტივირება. თუ თქვენ არ უზრუნველყოფთ თქვენი მომხმარებლის სახელის, პაროლის და მოწყობილობის უსაფრთხოებას, ან თუ ვერ მოახერხებთ სისტემიდან გამოსვლას, თქვენს შემდეგ სხვა მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს წვდომა თქვენს ანგარიშზე, მათ შორის, თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე. PureSight არ არის პასუხისმგებელი ამ გზით ინფორმაციის გასაჯარებაზე.

თქვენი არჩევანი თქვენი ინფორმაციის შესახებ

ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიცაა Facebook-ის მონიტორინგის ფუნქცია, სერვისთან დაკავშირებულმა ოჯახის წევრმა, შესძლოა, უარი თქვას ამ ფუნქციის გამოყენებაზე, შესაბამისად ხელი შეუშალოს ინფორმაციის გადაცემას სერვისის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, PureSight-მა, შესაძლოა, ვერ მოახერხოს თავისი სერვისის სრულყოფილად მოწოდება.

პირდაპირი წვდომა ანგარიშზე: თქვენს ანგარიშზე მარტივი წვდომის დამყარების უზრუნველსაყოფად და სერვისების ადმინისტრირებაში დახმრების მიზნით, ჩვენ დავნერგეთ ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ამოგიცნოთ როგორც ანგარიშის მფლობელი და დაგეხმაროთ თქვენს ანგარიშზე პირდაპირი წვდომის დამყარებაში ისე, რომ თქვენგან არ მოვითხოვოთ პაროლის ხელახლა შეყვანა ან იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია, როდესაც ჩვენს სისტემას განმეორებით ესტუმრებით. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ ფუნქციის გამოყენებაზე თქვენს მოწყობილობაზე სისტემაში შესვლისას მონიშნვის „დამიმახსოვრე“ მოხსნით.

თქვენი ანგარიშის ინფორმაციისა და პარამეტრების ცვლილება: თქვენ, როგორც ანგარიშის მფლობელს, შეგიძლიათ შეცვალოთ ანგარიშის ინფორმაცია, განაახლოთ ან წაშალოთ პერსონალური ინფორმაცია. ნებისმიერ დროს, ანგარიშში შეხვიდეთ და შეცვალოთ პაროლი. თქვენ, ასევე შეგიძლიათ შეწყვიტოთ ელ.ფოსტაზე რეპორტების მიღება ამ პარამეტრის ცვლილებით პარამეტრებიდან. სარეკლამო ელ.ფოსტების გამოწერის გაუქმება კი შესაძლებელია ჩვენ მიერ გამოგზავნილ ასეთ წერილზე თანდართულ „გამოწერის გაუქმების ბმულზე“ დაწკაპუნებით. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება გამოწერის გაუქმების ყველა მოთხოვნაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენ არ შეგიძლიათ შეწყვიტოთ სერვისთან დაკავშირებული კომუნიკაციების მიღება (მაგ: ანგარიშის ვერიფიკაცია, შეკვეთის დადასტურება, სერვისის პარამეტრის ცვლილება ან დამატება, ტექნიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეტყობინებები). თუ გაქვთ რაიმე კითხვები ანგარიშის ინფორმაციის გადახედვასთან ან ცვლილებასთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ დაგვეკონტაქტოთ ელ.ფოსტაზე support@puresight.com .

თქვენი ანგარიშისა და პერსონალური ინფორმაციის წაშლა: ჩვენ შევინახავთ თქვენს ინფორმაციას, ვიდრე თქვენი ანგარიში არის აქტიური ან ეს საჭიროა, რომ მოგეწოდოთ ჩვენი სერვისები. თუ გსურთ ანგარიშის გაუქმება, გთხოვთ, მოგვმართეთ შესაბამისი მოთხოვნით ელ.ფოსტის მისამართზე: support@puresight.com.

ინფორმაციის შეგროვების დრო

მომდევნო ინფორმაცია გროვდება და ინახება სერვისის მიერ 30 დღის ვადით:

  • ვებ-გვერდები, რომლებსაც თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ათვალიერებთ ნებისმიერი ბრაუზერის საშუალებით თქვენს მოწყობილობებზე.
  • გადმოწერილი პროგრამები, რომლითაც სარგებლობთ.
  • მოწყობილობის ფიზიკური ლოკაცია, მათ შორის, მონიშნული ადგილმდებარეობა 30 დღის განმავლობაში.
  • მოწყობილობით სარგებლობის დრო თითოეული პროგრამის მიხედვით.
  • პუბლიკაციები, მიმოწერები და მესიჯები სოციალურ ქსელებსა (Facebook, Instagram და სხვ.) და მესენჯერების აპლიკაციებში (WhatsApp, Viber და სხვ.)

შემდგომი მონაცემები გროვდება ჩვენი სერვისების მიერ და ინახება, ვიდრე ანგარიში არ წაიშლება:

  • ანგარიშის სახელი.
  • ანგარიშის პაროლი.
  • მონიტორინგის ქვეშ მყოფი მოწყობილობების ჩამონათვალი ბავშვების სახელებით, ასაკით, სქესითა და ფოტოთი (ნებაყოფლობითი).

ქუქი ჩანაწერების გამოყენება: ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს (ქუქი ჩანაწერები ეს არის მცირე ზომის ფაილები, რომელსაც საიტი ან მისი სერვისის პროვაიდერი უგზავნის თქვენი მოწყობილობის მყარ დისკს ბრაუზერის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გასცემთ შესაბამის ნებართვას). ეს ვებ-საიტს ან სერვისის პროვაიდერის სისტემას საშუალებას აძლევს ამოიცნოს თქვენი ბრაუზერი, დაიჭიროს და დაიმახსოვროს გარკვეული ინფორმაცია).

უარი მონაცემების შეგროვებასა და ტრეკინგზე:ერთადერთი გზა, რომ სრულად უარი თქვათ ქუქის-ფაილების ან ტრეკინგის სხვა ტექნოლოგიის საშუალებით რაიმე სახის ინფორმაციის შეგროვებაზე, არის აქტიურად განახორციელოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მართვა. გთხოვთ, მიმართეთ თქვენი ბრაუზერის ტექნიკურ ინფორმაციას ქუქი-ჩანაწერების გაუქმების და სხვა ტრეკინგ/ჩამწერი სისტემების გათიშვის ინსტრუქციისათვის. იმის მიხედვით, თუ რომელ ტელეფონს იყენებთ, შესაძლოა, არ გქონდეთ ბრაუზერის პარამეტრებიდან ტრეკინგ სისტემების სრულად გათიშვის საშუალება, მაგრამ სერვისის ანგარიშის მფლობელს შეუძლია წაშალოს აპლიკაცია, თუ აღარ გაქვთ ჩვენი სერვისით სარგებლობის სურვილი.

ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციასა თუ მიდგომებზე, რომელიც აქვს ჩვენი ვებ-საიტიდან თუ სერვისებიდან ან სერვისებზე დალინკულ ვებ-საიტებსა თუ მომსახურებებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ როდესაც სერვისის ბმულის საშუალებით გადადიხართ სხვა ვებ-საიტზე, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღარ ვრცელდება გარეშე საიტებსა თუ სერვისებზე. იქნება ეს თქვენი ძიების პროცესი, თუ ნებისმიერი ინტერაქცია სხვა ვებ-საიტსა თუ სერვისზე, მათ შორის, რომლებსაც აქვთ გადმოსასვლელი ბმული ჩვენს ვებ-საიტზე, ექვემდებარება ამ გარეშე (სხვა) ვებ-საიტისა და სერვისის ინდივიდუალურ წესებსა და პირობებს. გთხოვთ, გადაიკითხეთ ისინი.

მხოლოდ ონლაინ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ონლაინ კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომლის შეგროვებაც ხდება ჩვენი ვებ-საიტის/პროგრამის/პროდუქტის მიერ და არ ვრცელდება ოფლაინ შეგროვებულ ინფორმაციაზე.

თქვენი თანხმობა

სარგებლობთ რა ჩვენი საიტით/პროგრამული უზრუნველყოფით/პროდუქტით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

ჩვენ, შესაძლოა, ჩვენი შეხედულებისამებრ, პერიოდულად შევცვალოთ ან განვაახლოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ამიტომ, თქვენ, დროდადრო უნდა გადახედოთ შესაბამის გვერდს. როდესაც ჩვენ შევიტანთ ცვლილებებს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ამ გვერდის დასაწყისში განახლდება „ბოლოს განახლებული“ თარიღი. თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ან შეიცვლება ჩვენ მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების, გამჟღავნების ან დაცვის ძირითადი პრინციპები, ჩვენ ამ ცვლილების განხორციელებამდე შეგატყობინებთ პირადად ან შეტყობინების გამოგზავნის გზით.

ჩვენთან დაკავშირება

თუ გაქვთ რაიმე კითხვა აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით.
ვებ-საიტი: www.puresight.com
ფოსტა: PureSight Technology Ltd.
\ნ23 HaTa”as., Kefar-Saba 44263, Israel Kefar Saba
Israel
ელ.ფოსტა: info@puresight.com